ავტორი: გოჩა ჯანიაშვილი

ბათუმი კვლავ ლიდერობს

ბათუმი კვლავ ლიდერობს
16-05-2021, 20:20
 
   

გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ბათუმმა მორიგ ტურში საბურთალო 4:1დაამარცხა და თბილისელ სეხნიებთან დუეტში ლიდერობს გათამაშების ცხრილს.
თუმცა არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ მთავარ არბიტრ გიორგი ყრუაშვილის ზღვარგადასული მიკერძოება ბათუმის სასარგებლოდ მთელი მატჩის მანძილზე,რამაც დიდწილად შეუწყო ხელი აჭარელთა საბოლოო წარმატებას.
ბათუმელი ლაშა შინდაგორიძის ადრეულ გოლს სტუმართა კაპიტანმა გიორგი კოხრეიძემ პირველივე ნახევარშივე უპასუხა და ტაიმი საყაიმო ანგარიშით დამთავრდა.
56-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა ბათუმი ისევ წინ გაიყვანა,ამის შემდეგ მასპინძლებს მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ,ხსენებულმა მამუჩაშვილმა დარჩენილ დროში 2 საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოასწრო-ზღვისპირელთა შემტევმა 6-წუთიან ინტერვალში ჯერ გიორგი ფანცულაიას,მერე კი გიული მანჯგალაძეს გაატანინა.
ლიდერები მომდევნო მატჩს 23 მაისს სტუმრად ლოკომოტივის წინააღმდეგ ჩაატარებს,საბურთალო კი მეორე დღეს თელავის კავკასიონ არენას ეწვევა.