ავტორი: ლევან ქობალია

გიორგი მერებაშვილი: ჩემთვის თბილისის დინამო მეორე ოჯახია

გიორგი მერებაშვილი: ჩემთვის თბილისის დინამო მეორე ოჯახია
31-01-2020, 20:52
 
   

ქართულ სპორტულ მედიაში ახლად დაბრუნებული Blogsport.ge გთავაზობთ პირველ ინტერვიუს პოლონეთში მოასპარეზე, პლოცკის ვისლას შემტევ გიორგი მერებაშვილთან. 33 წლის გამოცდილ ქართველ ფეხბურთელთნ ვისაუბრეთ ვისლაში არსებული ვითარებაზე, კარიერაზე, ქართულ ფეხბურთსა და მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე.

შეკრება თურქეთში...
დიახ, შეკრება თურქეთში გავიარეთ. 26 იანვარს დავბრუნდით პოლონეთში და ახლა აქ განვაგრძობთ სეზონისთვის მზადებას. რაც შეეხება შეკრებას.. მთლიანობაში რა თმა უნდა ნაყოფიერად ჩაიარა. ამ შეკრებისას, ძირითადად ყურადღება გამახვილებული იყო ტაქტიკურ მონახაზე, რასაც აუცილებად გადავიტანთ უკვე ოფიციალურ მატჩებში. ჩავატარეთ სამი ამხანაგური მატჩი და კიდევ ერთი ამხანაგური მატჩია ჩანიშნული, ლეგიასთან. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ გუნდი კარგ ფორმაშია და მზად ვართ ჩემპიონატის დასაწყებად.

მე-4 წელი ვისლაში და გულშემატკივარის დამოკიდებულება..
მეოთხე წელია უკვე, რაც ვისლას შემადგენლობაში ვარ და რა თქმა უნდა დიდ პატივისცემასა და სიყვარულს ვგრძნობ გულშემატკივრებისა და ხელმძღვანელობის მხრიდან. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ ამდენი ხანია ამ კლუბში ვირიცხები, კლუბში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, კიდევ წელიწადნახევარი მაქვს კონტრაქტი და ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ კარგად მოვემზადო მეორე წრისათვის და წარმატებული სეზონი მქონდეს.

გიორგი მერებაშვილი: ჩემთვის თბილისის დინამო მეორე ოჯახია



მოლოდინები და კლუბის მაქსიმუმი...
პირველი წრე ასე თუ ისე ცუდად დავიწყეთ და შემდეგ გამოვასწორეთ და შეიძლება მთლიანობაში დადებითად შეფასდეს. საუკეთესო 8 გუნდში ვართ და მოლოდინები მაქვს, რომ სეზონის ბოლოსაც ვიქნებით, შემდეგ უკვე ფლეიოფები იწყება და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მატჩების შემდეგ ისევ ვიქნებით საუკეთესო 8 გუნდში, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვიბრძოლოთ ევროსარბიელისათვის. ჩვენი გუნდის მიზანიც სწორედ ეს არის.

შემოთავაზებები სხვა კლუბებიდან და ბათუმის დინამოს ინტერესის ავთენტურობა..
სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ისეთი რაიმე რეალური შემოთავაზება არ ყოფილა, არც ერთი კლუბისგან.
რაც შეეხება ბათუმის დინამოს.. ვფიქრობ, რომ ის ინფორმაცია რაც გავრცელდა იყო ჭორი, რადგან მე არავინ არ დამკავშირებია და რეალურად არც არანაირი შემოთავაზება არ მქონია.


კავშირი თბილისის დინამოსთან..
რა თქმა უნდა ჩემთვის თბილისის დინამო მეორე ოჯახია. ყველა, ვინც კარგად მიცნობს იცის, რას ნიშნავს ჩემვთის თბილისის დინამო. 12 წელი გავატარე ამ კლუბში და ჩამოვყალიბდი როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, დრო აკადემიიდან მოყოლებული პირველ გუნდამდე აქ გავატარე და დიდი სურვილი მაქვს, როგორც ყველა ფეხბურთელს ალბათ, რომ დაამათავროს მშობლიურ მხარეში, მშობლიურ კლუბში კარიერა და ამ მხრივ გამონაკლისი არც მე ვარ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჯანი და ენერგია მაქვს ჯერ კიდევ, და არ ვფიქრობ კარიერის დასრულებაზე.. ვნახოთ რა იქნება მომავალში..



ეროვნულ ლიგაზე...
ვადევნებდი თვალს ელიგის წინა სეზონსი მატჩებს და ყველაზე თვალსაჩინო გახლდათ ის, რომ თანაბარი დონე იყო.. იყო ბრძოლა და არ ყოფილა იოლი თამაშები, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი და იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო წინ წავალთ, მათ შორის განვითარდება ინფრასტრუქტურაც. იმედი მაქვს, რომ ქართული კლუბები წარმატებით იასპარეზებენ ევროსარბიელზე და გაახარებენ ქართველ გულშემატკივრებს.




მოახლოებულ სანაკრებო "საუკუნის" მატჩ(ებ)ზე
ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება მარტში, და არ აქვს მნიშვნელობა მე ვიქნები, თუ არა ნაკრებში. ყველამ უნდა ჩავდოთ ჩვენი წვლილი ამ თამაშში. შეიძლება ითქვას, რომ ფავორიტები ვართ, მაგრამ ეს ფავორიტობა უნდა გამოჩნდეს მინდორზე. ძალიან ხშირად მესმის, რომ თითქოს უკვე მოგებული გვაქვს და გასული ვართ ჩმპიონატზე.. არა, პირიქით, ძალიან რთული თამაშები გველოდება. კონკრეტულად ბელარუსიის ნაკრებს რაც შეეხება, არ გველოდება იოლი თამაში, თუმცა ერთი პლიუსი გვაქვს.. მატჩი სახლში გვექნება და დარწმუნებული ვარ, რომ დინამო არენა ამ მატჩისთვის აუცილებად გაივსება და სავსე ტრიბუნების ქვეშ ბელარუსს კი არა ნებისმიერ მეტოქეს უჭირს ჩვენთან თამაში. სწორედ სავსე ტრიბუნები იქნება ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია. მთავარია თითოეული ფეხბურთელი ფორმაში და ჯანმრთელად უნდა იყოს. როგორც ეს ერთა ლიგაზე იყო, რომელიც ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ იმ წარმატების რასაც მივაღწიეთ. დიდი სურვილი მაქვს, რომ მეც ვიყო ნაკრებში და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ და ვეცდები თავი კარგად გამოვაჩინო და როგორც დასაწყისში ავღნიშნე, არ ააქვს მნიშვნელობა ნაკრებში ვიქნები, თუ არა. თითოეული ქართველის მიზანი უნდა იყოს ის, რომ ამ თამაშებში სასურველი შედეგი დავდოთ და ამ წარმატებით გაიხაროს მთელმა ერმა.

გიორგი მერებაშვილი ბლოგსპორტზე...