ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

ამბიციური კინგსლი ჯონსი

ამბიციური კინგსლი ჯონსი
24-05-2021, 14:52
 
   

კანადის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კინგსლი ჯონსმა ვრცელი ინტერვიუ მისცა Walesonline-ს და მათ შორის, საქართველოსა და რუსეთი დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

-თქვენ გგონიათ ინგლისი-უელსი დიდი თამაშია? მაშინ, გირჩევთ თბილისში საქართველოსა და რუსეთის მატჩს დაესწროთ. აი, მაშინ კი თვალები ნამდვილად გაგიფართოვებდათ, - განაცხადა 51 წლის უელსელმა.

ჯონსის ხელმძღვანელობით, რუსეთის ნაკრებმა თბილისში 2014 წლის 22 თებერვალს ითამაშა და 10:36 წააგო. კინგსლიმ კანადის ნაკრები 2017 წელს ჩაიბარა და იმავე წლის ნოემბერში თბილისს უკვე ტესტ-მატჩის ჩასატარებლად ეწვია, თუმცა, მისი გუნდი ამჯერადაც უშანსოდ დამარცხდა – 22:54.