ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

კვერკველია თავისუფალი აგენტია

კვერკველია თავისუფალი აგენტია
27-05-2021, 20:12
 
   

საქართველოს ნაკრების 29 წლის ფეხბურთელი საბა კვერკველია თავისუფალი აგენტი გახდა. საბამ იჯარით ვოლგოგრადის როტორში ითმაშა,მაგრამ მოსკოვის ლოკომოტივში დაბრუნების სურვილი მაინც აქვს.

- ახლა კონკრეტული წინადებები არაა. არის რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ ჯერჯერობით საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარ. 2 ივნისს ამხანაგური თამაში (რუმინეთთან) გვაქვს და ამიტომ გუნდებზე ძალიანაც არ ვფიქრობ. ახლო მომავალში, დაახლოებით 10 დღეში, დეტალები გაირკვევა. -აცხადებს საბა.

კვერკველიას პროფესიონალური კარიერის განმავლობაში მხოლოდ რუსეთში უთამაშია. ქართველმა მცველმა ყაზანის რუბინთან ერთად რუსეთის თასი მოიგო, მოსკოვის ლოკომოტივის შემადგენლობაში კი - რუსეთის ჩემპიონობა, ქვეყნის თასი (ორჯერ) და სუპერთასი.