ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

მარიამ ბოლქვაძე როლან გაროსს გამოემშვიდობა

მარიამ ბოლქვაძე როლან გაროსს გამოემშვიდობა
27-05-2021, 20:17
 
   

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირს მე-2 წრეში გამოეთიშა.

ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის სასტარტო რაუნდში უკრაინელ კატერინა ბონდარენკოს 6:4, 6:3 მოუგო,მაგრამ რუს ჩოგბურთელ ვერა ზვონარევასთან თამაში 3:6 1:6 დათმო.

სამწუხაროდ, მარიამის თიხაზე გამოჩენა ხანმოკლე აღმოჩნდა,მაგრამ ეკო გორგოძე კვლავ ძირითად ბადეში რჩებიან.