ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

რონალდუ პსჟ-ში?!

რონალდუ პსჟ-ში?!
29-05-2021, 01:10
 
   

“გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ რონალდოს ალეგრის დაბრუნება არ ესიამოვნა. მას შემდეგ რავ ანდრეა პირლო გაათავისუფლეს გაზეთები პარი სენ ჟერმენისა და პორტუგალიელის კავშირზე ალაპარაკდნენ. ჟორჟე მენდეშმა პარი სენ ჟერმენთან დაამყარა კავშირი და ფრანგულ გრანდს რონალდოს ტრანსფერი შესთავაზა.

ასევე ერთ-ერთ ვარიანტად რჩება მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნებაც - ვრცელდება ცნობები, რომ რონალდო, შესაძლოა, პოლ პოგბაში გაიცვალოს. საქმეში რონალდოს ცოლიც ერთვება,რომელსაც პარიზში გადაბარგება ურჩევნია.

ჯერ უცნობია პანდემიის გამო კრისისულ სიტუაციში მყოფი მანჩესტერ იუნაიტედი რამდენად შეძლებს რონალდოს ხელფასის დაფარვას. სწორედ ამიტომ ტრანსფერის მთავარ ინიციატორად პსჟ რჩება.