ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

შესაძლოა ნაომი ოსაკამ როლან გაროსი დატოვოს

შესაძლოა ნაომი ოსაკამ როლან გაროსი დატოვოს
31-05-2021, 15:41
 
   

დღეს ნაომი ოსაკამ არჩია არ შეასრულოს ვალდებულებები,რომელიც ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული. ამიტომ როლანდ-გაროსის მსაჯმა მას 15,000 აშშ დოლარის ჯარიმა დააკისრა, ქცევის კოდექსის III მუხლის მიხედვით.

-ჩვენ ვურჩიეთ ნაომი ოსაკას, რომ თუ იგი გააგრძელებს საკუთარი მედიის ვალდებულებების უგულებელყოფას ტურნირის განმავლობაში, ქცევის კოდექსის დარღვევის შემდგომი ეტაპები იჩენს თავს. ეს ტურნირიდან მოხსნაში გამოიხატება. - აცხადებს როლა გაროსის ადმინისტრაცია.

ნაომი ოსაკას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია და არც ჯარიმა გადაუხდია. ექსპერტების აზრით, ჩოგბურთელის მხრიდან ეს ძალიან ცუდი სვლაა.