ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

ბასილაშვილმა მძიმე მოგებით დაიწყო

ბასილაშვილმა მძიმე მოგებით დაიწყო
31-05-2021, 19:16
 
   

საფანგეთის ღია ჩემპიონატზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მოწინააღმდეგე სერბი დუსან ლაიოვიჩი იყო. ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს 5-ჯერ დაუპირისპირდნენ. ქართველმა 3-ჯერ მოახერხა სერბის დამარცხება. დღეს კი მეოთხედ იზეიმა. ნიკოლოზმა დუსანი 6:4 6:3 0:6 6:2 დაამარცხა.

ჩოგბურთელების რიგი მეექვსე შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. პირველ სეტში უპირატესობას ლაიოვიჩი ფლობდა და ნიკოლოზს 1 ნაბიჯით გამუდმებით უსწრებდა. ბასილაშვილმა მოახერხა საკუთარი თავში ძალის პოვნა,1:4-დან ანგარიში 6:4 გახადა და სეტიც მოიგო.

მეორე სეტში ლაიოვიჩი ფსიქოლოგიურად სუსტად გამოიყურებოდა. საწყისი გეიმები მარტივად დათმო და ნიკოლოზს გამარჯვებისაკენ გზა გაუმარტივა. რამდენიმე კარგი გეიმის შედეგად ანგარიში 4:3 გახდა,მაგრამ ნიკოლოზმა მოახერხა სეტის შემობრუნება და მეტოქე 6:3 დაამარცხა.

ყველაფერი დამოკიდებული მესამე სეტზე იყო. ლაიოვიჩი თავისი შედეგით კმაყოფილი არ ჩანდა და დაცვიდან აქტიურ შეტევაზე გადავიდა. სერბმა მესამე სეტის დაწყებისთანავე 3 გეიმი ზედიზედ მოიგო,რაც ნიკოლოზისთვის არასახარბიელო მდგომარეობა გახლდათ,რადგან მესამე სეტის დათმობის შემთხვევაში დიდი იყო შანსი დაღლილობის გამო დამარცხებულიყო. აშკარად, ლაიოვიჩმა მოიკრიბა სრული ენერგია და მესამე სეტში ნიკოლოზი სასტიკად გაანადგურა ანგარიშით 6:0.

წარმოუდგენელი იყო გეწინასწარმეტყველა რას მოიმოქმედებდა ნიკოლოზი მეოთხე სეტის მოსაგებად. არც ის იყო გამორიცხული,რომ ისევ მარტივად დამარცხებულიყო. მიუხედავად ცუდად ჩატარებული მესამე სეტისა, დასკვნით ნაწილში ნიკოლოზმა მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

ქართველი შემდეგ ეტაპზეა...