შოთა გოგიტაური სპორტის მარკეტინგის კურსზე: კიდევ უფრო მასშტაბური პროექტი იგეგმება...

შოთა გოგიტაური სპორტის მარკეტინგის კურსზე: კიდევ უფრო მასშტაბური პროექტი იგეგმება...
1-02-2020, 14:40

თბილისში 21-29 იანვარს მიმდინარეობდა "ლა ლიგის ბიზნეს სკოლის" სპორტის მარკეტინგის სასერთიფიკატო კურსი, რომელშიც 24 სტუდენტი მონაწილეობდა. აღნიშნული პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სპორტ სოლუშენისა“ და „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოში პირველად განხორციელდა.


შოთა გოგიტაური სპორტის მარკეტინგის კურსზე: კიდევ უფრო მასშტაბური პროექტი იგეგმება...




კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსმა, ვასილ ლიპარტელიანმა, ბიზნეს სკოლის დირექტორმა, ხოსე მოია გომესმა, მარკეტინგის დირექტორმა, ედუარდო ლეგენდრემ, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა, ჯემალ ძაგანიამ და „სპორტ სოლუშენის“ ხელმძღვანელმა, შოთა გოგიტაურმა გადასცეს. სერთიფიკატი სპორტის მარკეტინგის სფეროში მიღებულ კვალიფიკაციას ადასტურებს.

BlogSport-ს "სპორტ სოლუშენის" ხელმძღვანელი შოთა გოგიტაური, ამ თემასთან დაკავშირებით ესაუბრა:

შოთა გოგიტაური: "კურსმა საბოლოო ჯამში ძალიან კარგად ჩაიარა, მიმდინარეობდა 21 იანვრიდან 29 იანვრამდე. აღნიშნულ კურსში მონაწილეობა მიიღო 24-მა სტუდენტმა. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რომელიც მათ კვალიფიკაციას ადასტურებს. ლექციები იყო ინტენსიური ხასიათის. კურსის პირველი ნაწილი შედგებოდა ქართველი ექსპერტების ლექციებიდან, ხოლო მეორე ნაწილი ლა ლიგის ექსპერტებისგან. სავარაუდოდ შემოდგომაზე კიდევ ერთელ გაიმართება აღნიშნული პროექტი და შემოდგომაზე შეეძლებათ მსურველებს მონაწილეობის მიღება. მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო მასშტაბური პროექტი იგეგმება, რომლის დეტალებიც, სულ მალე გახდება ცნობილი."




რეკლამა