ავტორი: ლევან ქობალია

სამტრედია და საქართველო TOP ტრანსფერის მოლოდინშია

სამტრედია და საქართველო TOP ტრანსფერის მოლოდინშია
1-02-2020, 21:07
 
   

საფეხბურთო კლუბ სამტრედიაში მეგა ტრანსფერს ელოდებიან. გავრცელებული ინფორმაციით საქმე ეხება განას საფეხბურთო ნაკრების წევრს, სამუელ ინკუმს.

30 წლის გამოცდილ ფეხბურთელს შეუძლია, როგორც მარცხენა მცველად, ასევე მარცხენა ნახევარმცველად თამაში. მის ანგარიშზე, განას ნაკრებში გატარებული 6 წლის მანძილძე 44 მატჩია. სამუელ ინკუმი არის ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატისა და აფრიკის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული (2009), აფრიკის ვიცე-ჩემპიონი (2010), მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალისტი (2010), შვეიცარიის ჩემპიონი (2010), შვეიცარიის თასის გამარჯვებული (2010).

სამეუელი ევროპაში 2009 წელს გამოჩნდა, როდესაც მან შვეიცარიულ ბაზელის მაისური მოირგო. მას, 2010 წელს ბაზელთნ ერთდ მოგებული აქვს შვეიცარიის ჩემპიონატი და შვეიცარიის თასი. უთამაშია ისეთ კლუბებში როგორებიცაა დნეპროპეტროვსკის დნიპრო, ფრანგული ბასტიადა თურქული ანტალიასპორში. 30 წლის განელი უნივერსალის ბოლო კლუბი ბულგარული დუნავი გახდლათ.


(მერაბ მამულაშვილი)