ბათუმის დინამომ პლოვდივის ლოკომოტივს მოუგო

ბათუმის დინამომ პლოვდივის ლოკომოტივს მოუგო
1-02-2020, 22:55

პირველ საწვრთვნელ შეკრებაზე მყოფმა დინამო ბათუმმა მესამე ამხანაგური მატჩი გამართა. აჭარული გუნდი ბულგარეთის პრავალიგის (რანგით პირველი) მესამე ადგილოსანს, პლოვდივის ლოკომოტივს დაუპირისპირდა და მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. ბათუმელთა მხრიდან თავი გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა, ფლამარიონ ჯოვინომ და ლადო დვალიშვილმა გამოიჩინეს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის დინამომ მიმდინარე შეკრებაზე რიგით მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორი მოიგო, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

გია გეგუჩაძის გაწვრთვნილები სამშობლოში ხვალ დაბრუნდებიან და მზადებას თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სპორტულ კომპლექსში განაგრძობენ, ხოლო 11 თებერვალს, დასკვნით შეკრებაზე კვლავ თურქეთში გაემგზავრებიან და ელიგის განახლებამდე იქ მოემზადებიან.

ლოკომოტივი (პლოვდივი) 0:2 დინამო (ბათუმი)
გოლები:ჯოვინო, დვალიშვილი.

რეკლამა