ავტორი: ლევან ქობალია

თემურ ჩოგაძე: დარჩენას წასვლა ვარჩიე

თემურ ჩოგაძე: დარჩენას წასვლა ვარჩიე
1-02-2020, 23:51
 
   

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, თემურ ჩოგაძემ საქართველოს ჩემპიონატი ახლახანს დატოვა და გალეგიონერდა... ახალგაზრდა ფეხბურთელი უკრაინის პრემიერ ლიგის ბინადარ ოლიმპიკში ჩაირიცხა.

Blogsport.geუკრაინელთა 20 ნომერს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა...

ადაპტაციასა და პრობლემებზე...

- ძალიან მომეწონა აქაური სიტუაცია, კარგად დამხვდნენ, მეგობრულად და აქედან გამომდინარე ადაპტაციაც არ გამიჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ენას კარგად არ ვფლობ, შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა არ შემქმნია. ვიგებ და ვხვდები მწვრთნელის მიერ მოცემულ დავალებებს, თუმცა მე არ შემიძლია ესე მარტივად კონტაქტში შესვლა აქაურებთან. საბოლოო ჯამში, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

თემურ ჩოგაძე: დარჩენას წასვლა ვარჩიე

მზადება ჩემპიონატისთვის და მოლოდინები...

- ორი შეკრება გვაქვს მთლიანობაში. ერთი მოვილიეთ, ახლა მეორე შეკრებას გავდივართ ისევ თურქეთში, დღეს ჩამოვფრინდით ანტალიაში და ვფიქრობ, რომ ჩემპიონატს ფორმაში ჩამდგარი შევხვდებით და შევეცდებით სატურნირო ცხრილში მაქსიმალურად მაღლა ავიწიოთ. აღსანიშნავია, რომ პირველ შეკრებაზე რაც მატჩები ჩავატარეთ, ყველა მატჩში შევძელით გამარჯვების მოპოვება და აუცილებლად ვეცდებით ეს მუხტი და ეს ფორმა ჩემპიონატისათვისაც უცვლელი დარჩეს და შევძლოთ ბრძოლა მინიმუმ ხუთეულში მოხვედრისათვის.



შემოთავაზებები ქართული კლუბებიდან და უკრაინის ჩემპიონატი...

- მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებები და ვარიანტები მქონდა ქართული კლუბებიდან, მე მაინც წასვლა ვარჩიე. ვფიქრობ, რომ ჩემი ეს ნაბიჯი ყველანაირად წინ გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით რამხელა სხვაობაა საქართველოს ჩემპიონატსა და უკრაინის ჩემპიონატს შორის.. აქ დონე მაღალია და უფრო ძლიერი კლუბები და ფეხბურთელები თამაშობენ უკრაინაში, თუნდაც კიევის დინამო, შახტარი, ორივე კლუბი მაღალ დონეზე თამაშობს და ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული... ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ეს ნაბიჯი ჩემს კარიერულ წინსვლაში დამეხმარება და მჯერა, რომ უფრო ბევრს მივაღწევ, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა.


    Italian Trulli
Image