გენტის მწვრთნელი: ჩაკვე უკეთ ათამაშდა

გენტის მწვრთნელი: ჩაკვე უკეთ ათამაშდა
2-02-2020, 17:44
 
   

ბელგიის ჩემპიონატის 24-ე ტურის შეხვედრა გაიმართა გუშინ, პირველ თებერვალს. ქართველთა გენტი სტუმრად მოხელენს დაუპირისპირდა და 0:3 გაანადგურა. შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო გენტის ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც 50-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა. ქვილითაია 75- წუთზე გიორგი ჩკვეტაძემ შეცვალა.

მატჩის შემდეგ გენტის მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა კომენტარი გააკეთა:
- "ჩვენ დიდი თვდაჯერებით ვთამაშობთ ფეხბურთს და ეს ამ მატჩიც კარგად გამოჩნდა. ამ მატჩში, არა მარტო სასტარტო თერთმეტეულმა, არამედ შეცვლaზე შემოსულმა ფეხბურთელებმაც კარგად ითამაშეს. მათ შორის ენდიმ (ანდერსონ ნიანგბო) რომელიც კვლავ გოლებს იტანს და ასევე ჩაკვემ (გიორგი ჩაკვეტაძე) რომელიც ბევრად უკეთ ათამაშდა. ჩანს, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყველა ფეხბურთელს თვის წვლილი შეაქვს ჩვენს წარმატებაში."

    Italian Trulli
Image