ავტორი: ლევან ქობალია

ლევან კუტალია: ჩემი სურვილი იყო დავრჩენილიყავი...

ლევან კუტალია: ჩემი სურვილი იყო დავრჩენილიყავი...
5-02-2020, 19:52
 
   

Blogsport-ი აგრძელებს ინტერვიუების სერიას და მომდევნო სტუმრად გადავწყვიტეთ ყაზახურ ირტისში ახლად გადასული ფეხბურთელი, ლევან კუტალია შეგვერჩია.

ჩვენ, ლევანის თურქეთში დავუკავშირდით, სადაც ის შეკრებაზე იმყოფება და რამდენიმე საინტერესო საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ.

ახალ კლუბზე..
კლუბში ახალი მოსული ვარ და ვფიქრობ მშვენიერი კონტიგენტი დამხვდა, მეგობრული, რაც აუცილებელია ადაპტაციისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია გუნდში გარემო, მე კი ამით კმაყოფილი ვარ.


შეკრება თურქეთში და მზადება ჩემპიონატისთის...
გუნდი ანტალიაში გადის შეკრებას. ბელეკში პირველი შეკრება უკვე გვქონდა რომელიც 17 დღისაგან შედგებოდა და იქ მხოლოდ ფიზიკურ დატვირთვაზე იყო აქცენტი გაკეთებული. ახლა კი მეორე შეკრებაზე ვიმყოფებით. აქ 19 თებერვლამდე დავრჩებით და კარგად მოვემზადებით. დაგეგმილია 6 თამაში. ახალი გუნდი შეიკრა და აუცილებელია გუნდის შეთამაშება, რაშიც ეს მატჩები დაგვეხმარება. 

ლევან კუტალია: ჩემი სურვილი იყო დავრჩენილიყავი...


მოლოდინებზე...
როგორც უკვე გითხარით, გუნდი ახალი დაკომპლექტებულია და გვაქვს მიზანი - რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დავიკავოთ ჩემპიონატში ადგილი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მგონია, რომ კარგი გუნდი შევიკრიბეთ, რომელიც ორიენტირებული იქნება შედეგზე, ხოლო დანარჩენს ჩემპიონატი გვიჩვენებს.



თბილისის დინამოდან წასვლის მეზეზი...
ჩემი სურვილი იყო დავრჩენილიყავი კლუბში, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემსა და კლუბს შორის ვერ მოხერხდა შეთანხმება და აქედან გამომდინარე მომიწია წამოსვლა. ჩემით დაინტერესდა ყაზახური ირტიში და მეც გადავდგი ის ნაბიჯი, რაც გადავდგი. მსურს ჩემი კარგი თამაშით ეროვნულ ნაკრებში მოვხვდე, რაც ვფიქრობ, რომ ამ ჩემპიონატიდან ეს სავსებით შესაძლებელია.



ყაზახეთის ჩემპიონატზე...
ყაზახეთის ჩემპიონატი ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩვენი. ქაირათ, ასტანა - ეს კლუბები ევროპის ლიგის ჯგუფში ხვდებიან. გარდა ამისა, არის კიდევ სხვა კარგი გუნდებიც. იმედი მაქვს, საქართველოს ჩემპიონატიდანაც მოხვდება რომელიმე გუნდი ევროპის ლიგაზე. მინდა, ყველას წარმატებები ვუსურვო წლევანდელ ევროსარბიელზე.