საქართველომ ესპანეთი დამაჯერებლად დაამარცხა

საქართველომ ესპანეთი დამაჯერებლად დაამარცხა
9-02-2020, 18:02
 
   

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში მადრიდში ესპანეთს დაუპირისპირდა და 23:10 იმარჯვა.

"ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს, სამი ლელო დადეს და ორი ჯარიმა გაიტანეს. დუბლი გაიფორმა შალვა მამუკაშვილმა, ერთი ლელო კი დებიუტანტმა აკაკი ტაბუცაძემ დადო. თედო აბჟანდაძემ ერთი გარდასახვა და ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო ესპანელთაგან ერთი ლელო მარკო პინტომ დადო. 

მეორე ნახევარში სათამაშო უპირატესობას ესპანეთი ფლობდა, რამდენჯერმე ხუთმეტრიანშიც იყვნენ, თუმცა ლელოში შეღწევა ძალიან უჭირდათ, რაც "ბორჯღალოსნების" კარგი დაცვის დამსახურებაა. მიუხედავად ამისა, ესპანელებმა შეძლეს და ზეწოლის შედეგად, სტუმრებს რამდენიმე ჯარიმა ააღებინეს, რაც მიხეილ გაჩეჩილაძის გასინბინებით დასრულდა. საბოლოო ჯამში, "ლომებმა" მეორე ტაიმში არსებული უპირატესობის ქულებში ასახვა ბოლო წუთზე, კვლავ მოლით მოახერხეს, გარდასახვა კი კვლავ უზუსტო იყო და ლევან მაისაშვილის გუნდმა 13-ქულიანი სხვაობით იმარჯვა. 


მომზადებკულია myrugby.ge-ს მიერ.

    Italian Trulli
Image