სამტრედია თურქეთში მოემზადება. დაგეგმილია 4 მატჩი

სამტრედია თურქეთში მოემზადება. დაგეგმილია 4 მატჩი
10-02-2020, 14:30

საფეხბურთო კლუბი სამტრედია თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრა, სადაც 2 კვირიან მოსამზადებელ ეტაპს გაივლის და 23 თებერვალს სამშობლოში დაბრუნდება.

იმერული გუნდი თურქეთში 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

სამტრედია 13 თებერვალს სლოვენიურ კოპერს დაუპირისპირდება, 22 თებერვალს კი ყაზახურ ორდაბასს.

დანარჩენი 2 მეტოქის ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რეკლამა