ავტორი: ლევან ქობალია

სტეაფნ სიკაჩი იმერულ კლუბში ჩაირიცხა

სტეაფნ სიკაჩი იმერულ კლუბში ჩაირიცხა
12-02-2020, 00:12
 
   

ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელი, სტეფან სიკაჩი სამტრედიას ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

31 წლის სტეფან სიკაჩი 2017 წელს ფოთის კოლხეთის, ხოლო გასულ წლებში თბილისის დინამოს კარს იცავდა. ეროვნულ ლიგაში მის ანგარიშზე სულ 32 მატჩია.

სტეფან სიკაჩი გუნდთან ერთად ანტალიაშია და კრისტალბეთ ეროვნული ლიგისთვის ემზადება.