Goal.com-მა ბათუმის დინამოს ტრანსფერს სტატია მიუძღვნა

Goal.com-მა ბათუმის დინამოს ტრანსფერს სტატია მიუძღვნა
12-02-2020, 10:30

ცნობილი გამოცემა Goal.com-მა ობოაბონას ბათუმის დინამოში ტრანსფერს სტატია მიუძღვნა.

"ქართულმა უმაღლესი ლიგის კლუბმა ბათუმის დინამომ გააოფიციალურა ნიგერიელი ფეხბურთელის გოდფრი ობოაბონა ტრანსფერი.

ამ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება მნიშვნელოვნად გააძლიერებს გია გეგუჩაძის გუნდს 2020 წლის ეროვნული ჩემპიონატისათვის.

ბათუმის დინამომ გასულ წელს ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და წელს იგი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპაპზე მიიღებს მონაწილეობას.

ობოაბონას ნათამაშები აქვს გასულ წელს ხორვატიის ტოპ გუნდში, სადაც 14 მატჩი ჩაატარა 2018-19 წლებში. მანამდე კი უთამაშია თურქულ რიზესპორში და არაბულ ალ აჰილში."- წერია Goal.com-ზე.