ავტორი: ლევან ქობალია

გია ცეცაძე საბურთალომ გაათავისუფლა

გია ცეცაძე საბურთალომ გაათავისუფლა
13-02-2020, 12:07
 
   

საბურთალოს მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. როგორც დედაქალაქელთა ოფიციალური ვებგვერდიდან შევიტყვეთ კლუბსა და გია ცეცაძეს შორის არსებული კონტრაქტი შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ გია ცეცაძე კლუბს სეზონის დაწყების წინ ჩაუდგა სათავეში.

"საფეხბურთო კლუბ საბურთალოსა და უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძის გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს!

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც საბურთალოს ესპანურ ალკოიანოსთან ელის, ამხანაგურ მატჩზე გუნდს გამოცდილი სპეციალისტი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს.

თუ ვინ იქნება მომავალში საბურთალოს მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გუნდი ესპანურ შეკრებიდან სამშობლოში ხვალ დაბრუნდება."