ბათუმის დინამო დონეცკის ოლიმპიკთან დამარცხდა

ბათუმის დინამო დონეცკის ოლიმპიკთან დამარცხდა
13-02-2020, 21:53

ბათუმის დინამომ მეორე თურქული შეკრების პირველი მატჩი გამართა დონეცკის ოლიმპიკთან. მატჩი დინამოელთა მარცხით 0:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ დინეცკის ოლიმპიკი უკრაინის უმაღლეს ლიგაში მე-9 ადგილს იკავებს, ხოლო მის შემადგენლობაში ახლახანს გადასული ქართველი ფეხბურთელი, თემურ ჩოგაძე ირიცხება. ჩოგაძე აღნიშნულ მატჩში მეორე ტაიმის მიწურულს, მე-80 წუთზე ჩაერთო საქმეში.

ბათუმის დინამო: ლევჩენკო - გეგეჭკორი, კობახიძე, ობოაბონა, ჩალაძე, ტეიდი, მანჯგალაძე, ჯიღაური, ვინისიუსი, ვაგნერი, ჯოვინო.

შეცვლაძე შევიდნენ: ალავიძე -მელიავა, ფაცაცია, გაგოშიძე, ნავალოვსკი, მამუჩაშვილი, ცინცაძე, გაფრინდაშვილი, თევდორაძე, ჯიჯავაძე, დვალიშვილი.

თურქეთში მყოფი ბათუმის დინამო კიდევ 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 16 თებერვალს დნიპროს დაუპირისპირდება, 19 თებერვალს დესნას, ხოლო 22 თებერვალს ლევადიასთან ითამაშებს.