საჩხერის ჩიხურამ რუმინული კლუბი გაანადგურა

საჩხერის ჩიხურამ რუმინული კლუბი გაანადგურა
13-02-2020, 23:32

ახალი სეზონისთვის საჩხერის ჩიხურა თურქეთში ემაზადება. ვახტანგ თურმანიძის გაწვრთნილმა ჩიხურამ პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და რუმინული არგესი დიდი სხვაობით - 4:1 დაამარცხა.

საჩხერელთა მხრიდან გოლები კორიფაძემ, წიქარიძემ და ისიანმა გაიტანეს, ხოლო ერთიც, მეტოქემ საკუთარ კარში გაიტანა.

შემადგენლობა: ჰამზიჩი, კორიფაძე, მაჩაიძე, მამასახლისი, ჯავაშვილი, გვაზავა, ნონიკაშვილი, წიქარიძე, კიკაბიძე, ლექვთაძე კახაბრიშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: შარვაძე, კამლაძე, ტეფნაძე, ისიანი, ფოცხვერია და კაშია.