ავტორი: ლევან ქობალია

მურთაზ დაუშვილი: თემურ ქეცბაია მართლაც ძალიან მომთხოვნია

მურთაზ დაუშვილი: თემურ ქეცბაია მართლაც ძალიან მომთხოვნია
14-02-2020, 01:00
 
   

Blogsport.ge აგრძელებს ინტერვიუების სერიას და ამჯერად წარმოგიდგენთ მურთაზ (ბუბა) დაუშვილს. კვიპროსის ანორთოსისის ქართველ ნახევარმცველთან ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ არა მარტო კლუბზე, არამედ ნაკრებზე და განვლილი წლებზე.


ანორთოსისი და კლუბში არსებული განწყობა

გუნდში ძალიან კარგი გარემოა, ამას ისისც განაპირობებს, რომ ვიმყოფებით პირველ ადგილზე. ჩვენი მიზანი ჩემპიონობა და თასის მოგებაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას შევძლებთ.

მურთაზ დაუშვილი: თემურ ქეცბაია მართლაც ძალიან მომთხოვნია



შემოთავაზებები სხვა კლუბებიდან

კვიპროსში სანამ წამოვიდოდი მქონდა შემოთვაზება უნგრეთიდან. უნგრეთში კარგი სეზონი მქონდა, მაგრამ მე და ჩემმა მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ ანორთოსისი ავირჩიეთ.

ქართველების წვლილი ჩემპიონატის ლიდერობაში

რა თქმა უნდა, ქართველების დიდი დამსახურებაა ჩვენი კლუბის ეს შედეგი, მაგრამ გუნდი არა მარტო ქართელებისგან შედგება. ეს შედეგი გუნში, მომუშავე თითოეული წევრის შრომით არის მიღწეული და ამიტომაც ვართ პირველ ადგილზე.

ქეცბაიაზე...

თემურ ქეცბაია მართლაც ძალიან მომთხოვნი მწვრთნელია. თითეული ფეხბურთელისაგან მაქსიმუმს ითხოვს ყოველთვის ყველა კომპონენთში და ჩვენს გუნში, დისციპლინა ყველვთის უმაღლეს დონეზეა.




სამტრედიაში გადასვლაზე...

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე გვწყვიტე კონტრაქტი უნგრულ კლუბთნ. ამის შემდეგ რამდენიმე თვე უკლუბოდ მომიწია ყოფნა და მას შემდეგ სამტრედიაში წავედი, თუმცა სიმართლე გითრათ, ჩემი მიზანი უცხოეთში რაც შეიძლება მალე წასვლა იყო.



რა სჭირდება ქართულ ფეხბურთს განვითათარებისთვის

ქართულ ფეხბურთს მეტი ყურადღება სჭირდება და ფინანსები, რაც შედეგზე აისახება. თუ გუნდი ფინანსურად სტაბილურია, იმ გუნდს შედეგიც ექნება. რა თქმა უნდა ფეხბურთის მცოდნე ადამანი ყველა კომპონეტში უნდა მუშოაბდეს. საჭიროა სწორი მენეჯმენტი. აუცილებელია კლუბის კარგი ლეგიონერებით გაძლიერება, რადაგანაც ლეგიონერებს გარშე შუძლებელია ევრო ტურნირებზე კარგად გამოხვიდე, ქართული ბაზარი კი სერიოზული შედეგისთვის საკმარისი არაა.

გამორჩეული მატჩები...

სანაკრებო კარიერაში გამოვარჩვდი ხორვატიასთან გამართულ მატჩს, სადაც ლევან კობიაშვილის გოლის წყალობით გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს დიდი სიხარული იყო. კლუბებში ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი მქონია და ესე გამორჩევა რომელიმესი არ შემიძლია.

ქუდი - განუყოფელი ნაწილი

ქუდით თამაშს რაც შეეხება, ბევრი ტვინის შერყევა მაქვს მიღებული ჩემს საფებურთო კარიერაში და ქუდით ამიტომ ვთამაშობ, ამ შემთხვევაში ქუდი რაღც კომპონენტებში მიცავს.



რომ არა ფეხბურთი...

ნაადრევ ასაკში დავიწყე და სხვა არფერზე მიფიქრია ასე, რომ ფეხბურთია ჩმი ცხოვრების უდიდესი ნაწილი, თუმცა შმიძლია სხვა სპორტის სახეობებდიან კალაბურთი გამოვარჩიო.

ერთა ლიგის მატჩები...

რა თქმა უნდა მოახლებულ სანკრებო თმაშებზე მოლოდინი უდიდესია. ვუსურვებდი ყველა ფეხბურთლს ჯანმრთლეობას და ფორმაში ყოფნას, რდაგან თითოეული ფხბურთლი უმნიშვნელოვანესია ამ კონკრეტულ თმაშზე, თუ თამაშებზე. ჩვენი მიზანი ევროპის ჩმპიონტზე თამაშია.

ბოლოს და ბოლოს, გავალთ?!

არ მომწონს წინასწარ რამის პროგნოზირება, მაგრამ ვფიქრობ, რომ გავალთ და ეს უნდა გავკეთოთ ჩვენ გულშემატკივრებთნ ერთას. მთელმა საქართელომ, ერთად უნდა იზეიმოს ეს დიდი სიხარული.