გენტის დირექტორმა ჩაკვეტაძის ფასი დაასახელა

გენტის დირექტორმა ჩაკვეტაძის ფასი დაასახელა
14-02-2020, 10:01

ბელგიური გენტის სპორტულმა დირექტორმა, მიშელ ლუვაჟიმ Voetballmagazine-თან მიცემულ ინტერვიუში გიორგი ჩაკვეტაძის შესაძლო ტრანსფერს ფასი დაადო.

„მიმდინარე სეზონში გენტში ყველაფერი კარგად არის. გუნდი ბელგიის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ევროპის ლიგის პლეი ოფშია გავიდა. თუმცა, ამ წარმატებას მეორე მხარე აქვს – ესაა რიგი მოთამაშეების მიმართ სხვა კლუბების ინტერესი. „ბუფალოს“ წამყვანი მოთამაშეების გასხვისება არ სურს, მაგრამ შესაძლოა ეს ზაფხულში მოხვდეს“ – წერს გამოცემა.

„ჩვენი ფეხბურთელების გასაყიდ ფასს აღარ გავზრდით. მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძე და ჯონათან დავიდის ტრანსფერის ღირებულება 25 მილიონს აღემატება. ჩვენი ბიუჯეთში შემოსავლის გაზრდა განსაკუთრებით კანადელ დევიდს შეუძლია. ასეთი ფეხბურთელი 30 წლის განმავლობაში არ მინახავს. ისაა ტიპური 10 ნომერი, რომელიც ყველა შეხვედრაში თორმეტ კილომეტრს დარბის“ – ამბობს გენტის დირქტორი.

რეკლამა