ავტორი: ლევან ქობალია

7 მატჩი, 5 მარცხი, 14 გაშვებული გოლი | დინამომ შეკრება დაასრულა

7 მატჩი, 5 მარცხი, 14 გაშვებული გოლი | დინამომ შეკრება დაასრულა
15-02-2020, 21:26
 
   

დღეს, 15 თებერვალს თბილისის დინამომ მეორე თურქული შეკრების ბოლო სპარინგ მატჩი გამართა კიევის დინამოსთან. ისევე როგორც დანარჩენ 5-მატჩში, დინამომ აქაც მარცხი განიცადა და კიეველებთან 0:2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ 85-ე წუთზე თბილისის დინამოს ანგარიშის შემცირება შეეძლო, როდესაც პერანბუკუ საჯარიმოში წააქციეს და პენალტი დაინიშნა. პენალტის დასარტყმელად გიორგი კუხიანიძე მივიდა, თუმცა ეს შანსი გაანაიავა.

შეგახსენებთ, რომ კახა ჩხეტიანის დამოძღვრიმა თბილისის დინამომ თურქულ შეკრებაზე ჯამში 7 მატჩი გამართა. 7 მატჩიდან "დედაქალაქელებმა" 5-მატჩში მარცხი განიცადეს, ერთი მატჩი ფრედ ითამაშეს და ერთიც მოიგეს. დინამომ ჯამში 7 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში 14 მიიღო.

შემადგენლობა: კვასხვაძე, ტრუბოჩკინი, სანდოხაძე, ბენიო, კობოური, პაპავა, კუცია, ნინუა, პანგოპი, ორშულა, ქიმაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: პერალესი, ბუღრიძე, პერნამბუკო, ახვლედიანი, იაშვილი, კუხიანიძე.