ავტორი: ლევან ქობალია

ერთი ამოსუნთქვით მოგებული! გენო პეტრიაშვილმა გვასახელა!

ერთი ამოსუნთქვით მოგებული! გენო პეტრიაშვილმა გვასახელა!
17-02-2020, 00:29
 
   

რომში ახლახანს დასრულებულ ერვოპის ჩემპიონატზე, ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა საშეჯიბრო დღეს სამი მედლის მოპოვება შეძლო.

ქართველმა მოჭიდავემ, მსოფლიოს სამ გზის და მოქმედმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. პეტრიაშვილმა ფინალში პოლონელი რობერტ ბარანი დამაჯერებლად - 11:0 დაამარცხა და კონტინენტის პირველობას დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ვერცხლის მედლის მოპოვება 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ლომთძემ შეძლო, ხოლო ბრინჯაოს მედალს 75 კგ კატეგორიაში ავთნდილ კენჭაძე დაეუფლა.

    Italian Trulli
Image