1/8 | ჩემპიონთა ლიგა შესანიშნავად დაიწყო

1/8 | ჩემპიონთა ლიგა შესანიშნავად დაიწყო
19-02-2020, 10:38
 
   

დაიწყო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირებები რომლებსაც ასე ველოდით. უნდა ვაღიაროთ, რომ პირველივე შეხვედრებში ცოტა არ იყოს მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა.

ატლეტიკო 1:0 ლივერპული

პირველი მატჩი გამართა მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე", სადაც მადრიდის ატლეტიკომ მოქმედ ჩემპიონი, ლივერპულს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე გაივიდა. საჯარიმოში შექმნილი არეულობით საულ ნიგესმა ისარგებლა.

აღსანიშნავია, რომ იურგენ კლოპის ბიჭებმა ვერც ერთი რეალური მომენტი ვერ შექმნეს. სიმეონეს გამოძღვრილმა ატლეტიკომ მიუხედავად იმის, რომ რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდათ, ამ მატჩში მეტი გოლი არ გასულა.


დორტმუნდი 2:1 პსჟ

მერვედფინალურ ეტაპზე მეორე მატჩში დორტმუნდმა საკუთარ მოედანზე პარიზ სენ-ჟერმენს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში სამივე გული მეორე ტაიმში გავიდა. მატჩში გამორჩეული დორტმუნდის ნორვეგიელი ფეხბურთელი, ერლიკ ჰაალანდი იყო. ახალგაზრდა ტალანტმა პსჟს დუბლი შეასრულა.

მას შემდეგ, რაც ერლინგ ჰოლანდმა 69-ე წუთზე ანგარიში გახსნა, მალევე, 75-ე წუთზე ნეიმარმა გაათანაბრა. პარიზელთა სიხარული სულ რაღაც 2 წუთი გაგრძელდა, რადგან ახალგაზრდა ჰოლანდმა დუბლი 77-ე წუთზე გაიფორმა.

შემდეგი მატჩები 12 მარტს გაიმართება. როგორც ატლეტიკომ, ისე დორტმუნდმა მნიშვნელოვანი ჰანდიკაპი აიღეს განმეორებით მატჩებისთვის.

    Italian Trulli
Image