ავტორი: ლევან ქობალია

კონგოს ნაკრების მცველი გორის დილაში

კონგოს ნაკრების მცველი გორის დილაში
19-02-2020, 11:52
 
   

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა გორის დილამ ბელორუსულ შახტიორთან ამხანაგური მატჩი გამართა და ნულოვანი ფრე ეთამაშა.

აღნიშნულ მატჩში გორელთა შემადგენლობაში გულშემატკივრებისთვის ნაცნობი ფეხბურთელი, რემარიკ ეტოუ გამოჩნდა.

25 წლის მცველი გორელთა შემადგენლობაში 2017 წელს თამაშობდა. კონგოელმა მარჯვენა მცველმა ეროვნულ ლიგაში 19 მატჩი ჩაატარა.


ჯერჯერობით უცნობია გორის დილა კონგოს საფეხბურთო ნაკრების მცველთან გააფორმებს თუ არა ხელშეკრულებას.

    Italian Trulli
Image