უხვგოლიანი მატჩი პოლონურ კლუბთან

უხვგოლიანი მატჩი პოლონურ კლუბთან
20-02-2020, 14:55
 
   


მეოთხე საკონტროლო შეხვედრა, ზუგდიდის „დინამო“-მ, პოლონეთის ქვედალიგელთან, „კოტვიცა“ კოლობრცგეთან გამართა და თამაშიც უხვგოლიანი გამოდგა - მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქე გუნდი რომელიც სიხისტით გამოირჩეოდა, პირველ ნახევარში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. პირველი ტაიმში ზუგდიდელებმა, გიგა წურწუმიას გოლით უპასუხეს და შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

ტესტ-მატჩს, რომელსაც უზბეკ მსაჯთა შემადგენლობა ემსახურებოდა, სიხისტით გამორჩეულ შეხვედრაში, მათი მხრიდანაც შეცდომები ახლდა, რის შედეგადაც პროტესტის გამო სიჭინავას და წურწუმიას რეფერიმ წითელი ბარათი უჩვენა, ხოლო მეტოქე გუნდიდან ერთი ფეხბურთელი გააძევა. მეორე ნახევარში კი აშკარა უპირატესობას ზუგდიდელები დაეუფლნენ და სანამ მოედანს დატოვებდა დათა სიჭინავა, მას ზედიზედ ორჯერ მიეცა თანაფარდობის აღდგენის კარგი შანსი, თუმცა გოლი არ გავიდა. ამის შემდეგ ბორის მახარაძეს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მანაც მცირედით ააცილა. კონტრშეტევისას კი პოლონელები კვლავ ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ.

ზუგდიდელთა დამრიგებელმა კახა გოგიჩაიშვილმა, მეორე ტაიმში, როგორც მოსალოდნელი იყო ცვლილებებს მიმართა და სწორედ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა, წონასწორობის აღდგენა შეძლეს. ანგარიში გიორგი ჭანუყვაძემ შეამცირა, ხოლო მატჩის დამთავრებამდე ლუკა გუგუჩიამ თანაფარდობა აღადგინა - უნდა აღინიშნოს, რომ ზუგდიდელთა გოლეადორმა მცირე ტრავმის გამო, თურქეთში ორი საკონტროლო შეხვედრა გამოტოვა. ზუგდიდელებს, როგორც ადრე აღვნიშნავდით, უამინდობის გამო მცირე პრობლემები შეექმნათ ანთალიაში ჩასვლისას, აქედან გამომდინარე თურქული შეკრება ადგილზე ორი დღით გადაიწია და მთავარ მწვრთნელს, კახა გოგიჩაიშვილს შეკრების დასრულებამდე, მეხუთე ტესტ-მატჩიც ააქვს მონიშნული.

ამ შეხვედრაში, მცირე ტრავმების გამო მონაწილეობა, ვახტანგ ჯომიდავას და დათა ქირიას არ მიუღიათ.

პირველი ტაიმი: ყურაშვილი, მინდორაშვილი, მახარაძე, მოსემღვდლიშვილი, ჟიშკარიანი, წურწუმია, კლიმიაშვილი, ბერიშვილი, ცირდავა, სიჭინავა, ხუნჯგურუა

მეორე ტაიმი: ეხვაია, ნადირაძე, რუხაია, ბურკაძე, მესხი, ჭანუყვაძე, გუგუჩია, აბუსელიძე

    Italian Trulli
Image