ავტორი: beqa

ცარიელი ტრიბუნებიდან პაუზამდე | უეფამ ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა სულ შეაჩერა

ცარიელი ტრიბუნებიდან პაუზამდე | უეფამ  ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა სულ შეაჩერა
13-03-2020, 15:16
 
   

უეფას ცნობით მომავალ კვირაში გასამართი ყველა ტურნირის, მათ შორის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის მატჩები გადადებულია.

გადაწყვეტილების მიზეზი მსოფლიოს მაშტაბით გავრცელებული კორონავირუსის ეპიდემიაა.

გადაწყვეტილება ვრცელდება ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის საპასუხო შეხვედრებზე, რომლებიც 18 და 19 მარტს იყო დაგეგემილი, ასევე - 19 და 20 მარტს გასამართ ევროპალიგის ⅛-ფინალის საპასუხო მატჩზე. შესაბამისად, გადავადდება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის მომდევნო ეტაპების წილისყრაც, რომელიც 20 მარტს იყო ჩანიშნული.

    Italian Trulli
Image