ავტორი: ლევან ქობალია

კრიშტიანუ რონალდუ: სამყაროში უმძიმესი პერიოდი დგას

კრიშტიანუ რონალდუ: სამყაროში უმძიმესი პერიოდი დგას
14-03-2020, 03:31
 
   

მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეულ სიტუაციას პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ გამოეხმაურა.

„სამყაროში უმძიმესი პერიოდი დგას, რომელიც თითოეული ჩვენგანისგან უდიდეს ზრუნვას და ყურადღებას მოითხოვს. მე დღეს გელაპარაკებით არა როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც შვილი, მამა და ადამიანი, რომელიც მსოფლიოში ბოლოდროინდელი მოვლენათა განვითარებით შეწუხებულია.

მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავითვალისწინოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დარიგებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ამჟამინდელი სიტუაცია.

ადამიანის დაცვა ყველა დიდ ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს. მინდა, ყველას ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო, ვინც ახლობელი დაკარგა. გარდა ამისა, თანადგომას ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ვირუსს ებრძვის, მათ შორის ჩემ თანაგუნდელს, დანიელე რუგანის. 

უდიდეს მხარდაჭერას ვუცხადებ პროფესიონალ ექიმებს, რომლებიც სხვების გადასარჩენად საკუთარი ჯანმრთელობით რისკავენ."
- წერს კრიშტიანუ რონალდუ.