ავტორი: მიშა ჟორჟოლიანი

VIDEO | დავითაშვილმა რუბინს მოაგებინა

VIDEO | დავითაშვილმა რუბინს მოაგებინა
14-03-2020, 21:55
 
   

რუსეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში გია გრიგალავას ტულის არსენალი შინ ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის რუბინს დაუხვდა. შეხვედრა რუბინმა 1:0 მოიგო და სტუმრებს გამარჯვება დავითაშვილმა მოუტანა, რომელმაც 43-ე წუთზე ეფექტური გოლი გაიტანა.

წინა ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო კვარაცხელია დისკვალიფიცირებული იყო, ხოლო გრიგალავა და დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ და მოედანზე სრულად დაჰყვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მასპინძელთა კაპიტანი სწორედ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი იყო.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ რუბინი 55-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა – მაკაროვის გაძევება გრიგალავას წინააღმდეგ უხეშობას მოჰყვა. თავის მხრივ, გაშვებული გოლისას ქართველი მცველის შეცდომაც გასათვალისწინებელია.

ამ მატჩის შემდეგ არსენალს 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება, ხოლო სამი საფეხურით წინ წაიწია, გასავარდნ ზონას დაშორდა და 23 ქულით მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, კონკურენტების ჯერ ამ ტურის შეხვედრები ჩასატარებელი აქვთ.

    Italian Trulli
Image