VIDEO | ელგუჯა ლობჯანიძის გოლმა კაისარს მოაგებინა

VIDEO | ელგუჯა ლობჯანიძის გოლმა კაისარს მოაგებინა
15-03-2020, 20:43
 
   

ყაზახეთის ჩემპიონატის მე-2 ტურის გასვლით მატჩში კაისარი ოკჟეტეპეს ესტუმრა და 1:0 მოუგო.

სტუმართა რიგებში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო ელგუჯა ლობჯანიძემ, რომელმაც გოლის გატანა მატჩის მე-10 წუთზე შეძლო.

27 წლის ქართველი ფორვარდი კაისარის რიგებში მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. შეგახსენებთ, რომ მან ყაზახეთის ჩემპიონატის პირველ ტურშიც მოახერხა გოლის გატანა - მაშინ კაისარი ლევან კუტალიას ირტიშს დაუპირისპირდა და ლობჯანიძის მე-11 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

    Italian Trulli
Image