ავტორი: მიშა ჟორჟოლიანი

ლინ ჯონსი: საქართველოს დასამარცხებლად გეგმაა მოსაფიქრებელი

ლინ ჯონსი: საქართველოს დასამარცხებლად გეგმაა მოსაფიქრებელი
15-03-2020, 23:41
 
   

14 მარტს ჩანიშნული შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის, მსოფლიოში გავრცელებული ეპიდემიის, კორონავირუსის გამო გადაიდო. არადა, რუსეთის ნაკრები უკვე თბილისში იყო და ორივე გუნდი „მიხეილ მესხზე“ გასამართი შეხვედრისთვის ემზადებოდა.

რუსეთში დაბრუნებულ „დათვების“ უელსელ მთავარ მწვრთნელ ლინ ჯონსს იქაური ჟურნალისტები გაესაუბრნენ. ინტერვიუ ვრცელია, ამიტომ გთავაზობთ ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთს.

თქვენს კარიერაში ყოფილა შემთხვევა, რომ ჩასულხარ თამაშზე და შემდეგ არ გამართულა?

ასეთი რამ ხშირად ხდება. მაგალითად, ჩემს ქვეყანაში მიდიხარ თამაშზე, მაგრამ იქ ჩასულს გეუბნებიან რომ მოედანი ძალიან ნესტიანია. თუმცა, ამჯერად რუსეთის ნაკრების მორაგბეები გაცილებით რთულ სიტუაციაში აღმოჩდნენ. ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ, რამდენიმე გადაჯდომა მოგვიხდა, რათა თბილისში მოვხვედრილიყავით. მაგრამ რთული არამარტო მორაგბეებისთვის იყო, არამედ – მსაჯებისთვისაც. საქართველოსთან მატჩი ფრანგებს უნდა ემსაჯათ. იქიდან გამომდინარე რომ კორონავირუსი საფრანგეთში უფრო სწრაფი ტემპით ძლიერდებოდა, ვიდრე რუსეთსა და საქართველოში, სავალდებულო გახდა შეხვედრის გადადება. პირველ ადგილზე ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დგას.

თვლით, რომ მატჩის გადადება სამართლიანი გადაწყვეტილება იყო?


რა თქმა უნდა – ეს იყო მართებული გადაწყვეტილება. ჯანმრთელობა ყველაზე მაღლა დგას. ძალიან ბევრმა ადამიანმა ვერ გაითავისა, რომ კორონავირუსი საფრთხეს წარმოადგენს. ასე არ შეიძლება – თუ საკუთარ თავს არ სცემ პატიცს, სხვისთვის საფრთხეს მაინც არ უნდა წარმოადგენდე.

რუსეთში მართლა ასე წარმოუდგენიათ. ჰგონიათ რომ კორონავისური ჩვეულებრივი გრიპია.

როდესაც კორონავირუსი ჩინეთში, სინგაპურში ან სამხრეთ კორეაში, მაშინ ეს ეპიდემია არასერიოზულია, მაგრამ თუ სახლში მოგაკითხა, უკვე სერიოზულ ხასიათს იღებს. ახლა ყველა ცდილობ არათუ მის შეჩერებას, არამედ – ტემპის შენელებას. თუ საქართველოსთან მატჩზე მოვიდოდა 10.000 მაყურებელი, კორონავირუსი ძალიან სწრაფად გავრცელდებოდა საქართველოში და ეს საშინელაბ იქნებოდა.


მაგრამ ხომ შეგეძლოთ მაყურებლების გარეშე გეთამაშათ?

თუ მასე შევხედავთ საკითხს, შეგვეძლო მსაჯების გარეშე გვეთამაშა.

საქართველოს წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იყავით?


დიახ. ჩემი მორაგბეები ელოდნენ ამ მატჩს. საერთოდ, რუსეთის ნაკრები ყოველთვის ელოდება საქართველოსთან შეხვედრას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვახსოვს, რომ ბოლო წლებში ქართველებთან არ მოგვიგია. თუმცა, ვფიქრობ, უნდა ვეცადოთ ეს ცუდი ტრადიცია დავარღვიოთ. უფრო სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ამ საკითხზე. ამ იდეის განსახორციელებლად კი გეგმაა საჭირო, რადგან ერთი და იგივე ქმედება და ლოდინი საქართველოს დასამარცხებლად, საკმარისი არ არის. ყველა ქართველი მორაგბე ძლიერ ფრანგულ კლუბებში თამაშობენ. ამიტომ, უნდა დავჯდეთ და მოვიფიქროთ, როგორ დავამარცხოთ საქართველო, რადგან ჯერ არაფერი იცვლება, ხოლო თუ არაფერს ცვლი, შედეგი იგივე რჩება.


თქვენ გაქვთ რაიმე გეგმა, თუ ეს, უბრალოდ იდეაა?

მე გეგმის ერთი ნაწილი ვარ. 2019 წელს ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებს ვებრძოლეთ. ახლა ამის გამო უნდა გავვერთიანდეთ, რათა წინ წავიწიოთ და საქართველოსთან ჩამორჩენა შევამციროთ. ხედავთ რომ ახლა რუსეთსა და რუმინეთს რეგრესი აქვთ? ამ დროს ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები და მთელი ევროპა მომავლისკენ იყურება. უნდა გავითავისოთ, რომ წინ უნდა ვმოძრაოთ და განვვითარდეთ.