ლევან კობიაშვილი: ვთამაშობთ მაყურებლით სხვა შემთხვევაში ეს თამაში არ უნდა ჩატარდეს

ლევან კობიაშვილი: ვთამაშობთ მაყურებლით სხვა შემთხვევაში ეს თამაში არ უნდა ჩატარდეს
16-03-2020, 00:33
 
   

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმარი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა.

" - ჩვენ პირველი გამოვაქვეყნეთ განცხადება. ჩვენი პოზიცია იყო ან ვთამაშობთ მაყურებლით ან ეს თამაში არ უნდა ჩატარდეს. მაყურებლის გარეშე ამ შეხვედრის ჩატარება იყო მიუღებელი.

კარგია როდესაც ვფიქრობთ გულშემატკივარზე, თუმცა ცუდია ის რომ არ ვფიქრობდით ფეხბურთელებზე. მათ უამრავი საათი უნდა იფრინონ, კილომეტრები უნდა გაიარონ და სხვადასხვა ქვეყნებიდან უნდა ჩამოსულიყვნენ, ეს აბსოლიტურად შეუძლებელი იყო.

ჩემთვის დღესაც წ
არმოუდგენელია, ამ მატჩის ჩატარება. არანაირი საფუძველი არ იყო იმისა, რომ ჩვენი ფეხბურთელები ამ მატჩისთვის მზად ყოფილიყვნენ. თუ გადაწყდება, რომ ეს შეხვედრა მაინც ჩატარდეს, შევეცდებით ეს მატჩი მაყურებლით ჩატარდეს.

წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე მოთამაშე რომ გაცივდეს. ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდება იქ?

მივესალმები ინიციატივას, რომ ბილეთების ფული გადაირიცხოს კორონავირუსის დასახმარებლად. შეიძლება ეს სურვილი რამდენიმე ათასი ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რას ფიქრობს 50000 კაცი? ამის დაორგანიზება შეუძლებელია.

დაველოდოთ სამშაბათს და გავიგებთ როგორი იქნება მატჩის ბედი.

ბელარუსიიდან იყო რაღაც ზარები და დაინტერესებული იყვნენ არსებული ვითარებით.

სამშაბათს თბილისის დროით 16:00 საათზე უეფას პრესკონფერენცია დაიწყება და იქ გადაწყდება ყველაფერი. არ ვიცი იქნება თუ არა ამის პირდაპირი ტრანსლაცია.

ვირუსი საფრთხეს უქმნის ყველა დიდ კლუბს, მათ ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნებათ. ფინანსურად გაუჭირდება უეფასაც. ვხედავთ ფინანსები ფეხბურთში საით წავიდა, ეს ამბები ამ ყველაფერს რაღაცნაირად დააბალანსებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამზადებს არხს, სადაც იქნება - ეროვნული ჩემპიონატის თამაშები, ასაკობრივი გუნდების დაპირისპირებები და სურვილი გვაქვს ლეგიონერების მატჩებიც ვაჩვენოთ" - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა

    Italian Trulli
Image