ავტორი: beqa

ოქროს ბიჭუნა ოქროს შტატიდან

ოქროს ბიჭუნა ოქროს შტატიდან
16-03-2020, 14:10
 
   

სტეფ კარი ბიჭუნა, რომელსაც ბავშვობაში არავინ აფასებდა, NBA-ში მოხვედრის შემდეგ, სასწაულებს ახდენს.

სტეფი მალევე ჩამოყალიბდა თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშედ და ყველა დროის საუკეთესო მსროლელად.
მან 3 ჩემპიონობასთან ერთად, MVP-ს ჯილდო 2-ჯერ მოიგო და ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობა 6-ჯერ მიიღო.
კარი ლიგის ისტორიაში ერთადერთი კალათბურთელია, რომელიც სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ერთხმად დაასახელეს.


სტეფი 1988 წლის 14 მარტს ოჰაიოში დაიბადა და ბავშვობიდანვე კალათბურთში იყო ჩართული. მამამისი, დელ კარი „შარლოტ ჰორნეტსში“ თამაშობდა და თავისი ოჯახი მატჩებზე ხშირად დაჰყავდა. მერვე კლასში კალათბურთის სიყვარულმა სტეფს ამ სპორტისთვის გაყოლა გადააწყვეტინა და „ოქროს ბიჭუნამ“ მიზნად კოლეჯში მოხვედრა დაისახა. თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივად იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. 16 წლის ასაკში კარი სიმაღლეში 1.67 გახლდათ და მხოლოდ 55 კგ-ს იწონიდა. მთავარი პრობლემა კი ბურთის სროლის მანერა იყო. ძალის არქონის გამო, სტეფი ბურთს ისეთი დაბალი წერტილიდან უშვებდა, რომ ტანმაღალი მცველებისთვის დაფარების განხორციელება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა.

რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს სტეფს ძალა არ ყოფნიდა რო ფარისკენ სიზუსტით ესროლა .

ოქროს ბიჭუნა ოქროს შტატიდან


სტეფი მალევე მიხვდა , რომ მიზნის მისაღწევად ცვლილებები აუცილებლობა გახლდათ. დელთან გულახდილი საუბრის შემდეგ, სტეფმა გადაწყვიტა მთელი ზაფხული სროლის გაუმჯობესებაზე დაეხარჯა და გაშვების წერტილი თავს მაღლა აეტანა.
როგორც სეთ კარი იხსენებს, ეს მისი ძმის ცხოვრებაში ყველაზე ცუდი ზაფხული იყო. ვარჯიში მანამ გრძელდებოდა, სანამ 16 წლის ბიჭუნა 1000 სამქულიანს არ ისროდა და ხშირად ყოფილა მომენტები, როდესაც ძალაგამოცლილ სტეფს ბურთის სროლა ფიზიკურად აღარ შეეძლო.

ტექნიკის ცვლილებამ შედეგი გამოიღო. გაუმჯობესებული სროლით სტეფი შეტევაში უკეთ გამოიყურებოდა და საშუალოდ დაახლოებით 20 ქულას აგროვებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, კარიმ ახალ ეტაპზე გადასვლა და კოლეჯში სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა, თუმცა ფიზიკური მონაცემების გამო, მის მიმართ ინტერესს არავინ იჩენდა. ჩრდილოეთ კაროლინას კოლეჯის საკალათბურთო გუნდის ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი, როი უილიამსი იხსენებს: „სტეფენის პირველი ნახვისას ერთადერთი, რაც გავიფიქრე არის ის, რომ ეს ბავშვი საკალათბურთო კარიერისთვის ძალიან პატარა გახლდათ“!



როდესაც სტეფმა „დევიდსონის“ რიგებში მესამე წელსაც ითამაშა: „მინდა უკეთესი კალათბურთელი გავხდე და ლიგისთვის უკეთ მოვემზადო. განსაკუთრებით გამთამაშებლის პოზიციაზე მსურს პროგრესის მიღწევა, რადგან იმედი მაქვს, NBA-ში სწორედ ამ პოზიციაზე ვიასპარეზებ“.

მესამე სეზონში სტეფი საშუალოდ 28.6 ქულას აგროვებდა და 2009 წლის დრაფტზე გასვლა გადაწყვიტა. კარი დრაფტზე მეშვიდე ნომრად „გოლდენ სტეიტმა“ აირჩია. მის წინ კი ისეთი კალათბურთელები აიყვანეს, როგორებიც ჰაშიმ ტაბიტი, რიკი რუბიო და ჯონი ფლინი არიან.

ერთ-ერთმა სკაუტმა, რომელიც იმედისმომცემი კალათბურთელების მოძიებაზე იყო ორიენტირებული თავის მოხსენებაში განაცხადა: „სტეფი NBA-ს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ლიგაში წარმატებული თამაშისთვის მისი ფიზიკური მონაცემები საკმარისი არაა. განსაკუთრებით არ მოსწონს, როცა მცველები მის წინააღმდეგ აგრესიულად თამაშობენ. შეიძლება თამაშის მიმდინარეობისას ბურთი უამრავჯერ ისროლოს. მისი ტყორცნების ეფექტურობაზე ხმაურიანი გარემო დიდ გავლენას ახდენს. გამთამაშებლის პოზიციაზე მოთამაშე კალათბურთელისთვის, იგი ძალიან ბევრ სულელურ შეცდომას უშვებს. ხშირად ისვრის ბურთებს, რომლებიც სასროლი არაა და სწრაფი შეტევებისას მოულოდნელი და დაბალპროცენტიანი სროლები ახასიათებს. ჩამოყალიბებული არაა რომელ პოზიციაზე თამაშობს - გამთამაშებლის თუ მსროლელი მცველის, ამიტომ მისი არჩევა ნებისმიერი გუნდისთვის სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული“.

სტეფის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა და კრიტიკა NBA-ში მისვლის შემდეგაც გაგრძელდა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული 2011-12 წლების სეზონი გახლდათ, რომლის უდიდესი ნაწილი მან ტრამვის გამო გამოტოვა. ჟურნალისტები სტეფის 44-მილიონიან კონტრაქტს აკრიტიკებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ კარის ტრავმიანობიდან გამომდინარე მისთვის ამხელა თანხის გადახდა არასწორი ნაბიჯი იყო.

გამოჯანმრთელებულმა „ოქროს ბიჭუნამ“ 2012-13 წლების სეზონში საშუალოდ 22.9 ქულა დააგროვა, თუმცა ყველა ვარსკვლავის მატჩზე მაინც ვერ მოხვდა, „სახლში ვიჯექი და ველოდებოდი ოლ-სტარის მონაწილეებს როდის გამოაცხადებდნენ. იმედი გამიცრუვდა, როდესაც მათ შორის მე არ აღმოვჩნდი“.

მაშინ, როცა სტეფს ცუდი მატჩები ჰქონდა და სროლები არ მისდიოდა, მაკკილოპისგან მოკლე ტექსტურ შეტყობინებას იღებდა, რომელიც ასეთი შინაარსის იყო: „ღამე ქუჩაში გაატარე“! კარის ყოფილი თავკაცი თვლიდა, რომ საკალათბურთო პრობლემების გადალახვა და პროგრესის მიღწევა მხოლოდ ვარჯიშით შეიძლებოდა".

მაკკილოპი იხსენებს: „იმ ღამეს, როცა სტეფი „ოლ სტარზე“ არ აირჩიეს საკუთარ სახლში გულდაწყვეტილი ვიჯექი და უეცრად სტეფისგან შეტყობინება მივიღე - „ამ საღამოს ნამდვილად ქუჩაში გავატარებ!“ მაშინ დავრწმუნდი, რომ ეს ბიჭი NBA-ში წარმატებას აუცილებლად მიაღწევდა"!



დღესდღეობით სტეფში ეჭვი არავის ეპარება, 2015-16 წელს კარიმ საოცარი სეზონი ჩაატარა, მისმა გუნდმა კი 73 მოგებით ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის „ჩიკაგო ბულსის“ რეკორდი მოხსნა. აღნიშნულ სეზონში სტეფი საშუალოდ 30.1 ქულას აგროვებდა, 402! სამქულიანი ჩააგდო და პირველი ერთხმად არჩეული MVP გახდა. იგი პარკეტზე საოცრებებს აკეთებს და მისი განეიტრალება ლიგის არცერთ მოთამაშეს შეუძლია (დელავედოვაზე არაფერი თქვათ, კარის ტრამვა ჰქონდა)! სტეფი პატარა „ბიჭია“, ვისიც ყველას ეშინია! ტყუილად კი არ აქვს ზედმეტსახელად “Baby-faced assassin”!