ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურში ორი ქართველია

ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურში ორი ქართველია
17-03-2020, 04:46
 
   

მიუხედავად მსოფლიოში არსებული ვითარებისა, ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატში აგერ უკვე მეორე ტურის მატჩები ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტურს ორი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი ჰყავდა - ნიკა კვეკვესკირი და ელგუჯა ლობჯანიძე.

ნიკა კვეკვესკირის ტობოლი ჟეტისუს დაუპირისპირდა და მატჩი უგოლო ფრით დასრულდა. მატჩში მონაწილეობა ჯაბა კანკავამ და ლუკა ზარანდიამაც მიიღეს, თუმცა სიმბოლურში ადგილი ნიკამ დაიმსახურა.

კაისარის ქართველი ფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ სეზონი შესანიშნავად დაიწყო. მან გოლის გატანა უკვე მეორედ, ოკჟეპტესთან მოახერხა და კლუბს მეორე მატჩი მოაგებინა.

    Italian Trulli
Image