ავტორი: ლევან ქობალია

ევრო 2020 შევუკვეთეთ და ევრო 2021 ჩამოვიდა

ევრო 2020 შევუკვეთეთ და ევრო 2021 ჩამოვიდა
17-03-2020, 17:33
 
   

ევროპული ფეხბურთის მთავარი მმართველი ორგანოს, უეფას გადაწყვეტილებით, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით, „ბებერი კონტინენტის“ 12 ქალაქში უნდა ჩატარებულიყო, წელს აღარ გაიმართება. ამის მიზეზი მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის საფრთხეა.

ევროპიპირველობა ერთი წლით გადავადდა და 2021 წელს 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
როგორც იცით, ევროპირველობასზე მონაწილეობის შანსი საქართველოს ნაკრებსაც აქვს...

ევროპის საფეხბურთო კავშირმა ეს გადაწყვეტილება დღეს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე მიიღო, რომელზეც მიწვეული უეფას წევრი 55 ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები იყვნენ.

ვიდეოკენფერენციაში ასევე ერთვებოდნენ ევროპული კლუბების ასოციაციის ხელმძღვანელები და ევროპული ლიგებისა და ფეხბურთელთა პროფკავშირის წარმომადგენლები. მიზანი სწორედ კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ვითარების განხილვა იყო.

ევროპირველობის გადადება უეფასთვის დიდ ფინანსურ დანაკარგებთანაა დაკავშირებული და ეს კლუბების ინეტერესებშია. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ევრო 2020-ის ერთი წლით გადადების სანაცვლოდ, უეფა კლუბებს და ლიგებს ჯამში 275 მილიონ გირვანქა სტერლინგს მოსთხოვს.
ვიდეოკონფერენციაზე იმსჯელეს ეროვნული ჩემპიონატების შესახებაც. კორონავირუსის ეპიდემიის გამო ამჟამად ევროპის თითქმის ყველა ჩემპიონატი შეჩერებულია და უეფას კალენდრის კორექტირება მოუწევს.

უეფას სურს, რომ ყველა ჩემპიონატი 30 ივნისამდე დასრულდეს. ასევე, ზაფხულის ბოლომდე ჩამთავრდეს ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა.

ვნახოთ, როგორ დასრულდება ვიდეოკონფერენცია სრულად...