მილანმა რაღაც აურია - რადარზე ნეიმარი გამოჩნდა

მილანმა რაღაც აურია - რადარზე ნეიმარი გამოჩნდა
18-03-2020, 22:35
 
   

ფრანგულ მედიაში დარწმუნებულები არიან, რომ ბერნარ არნო მილანს შეიძენს და მისი მთავარი სამიზნე პსჟ-ს სუპერვარსკვლავი ნეიმარი იქნება.

ფრანგი მეპატრონის მთავარი მიზანი იქნება დონარუმას შენარჩუნება, რომელსაც ხუთ წლიან კონტრაქტს შესთავაზებს და სეზონში 9 მილიონ ევროს. ამას გარდა იბრაჰიმოვიჩთან ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივებას ეცდება და შემდეგ იქნება დიდი მიზანი - ნეიმარი.

როგორც აღნიშნული გამოცემა წერს - პირველივე სეზონში ტრანსფერებისათვის 350 მილიონი ევრო გამოიყოფა და მთავარი მიზანი ნეიმარის გადაბირება იქნება.

    Italian Trulli
Image