ავტორი: ლევან ქობალია

სამეგრელოში ორი საფეხბურთო ცენტრი აშენდება საჩხერეში სტადიონი

სამეგრელოში ორი საფეხბურთო ცენტრი აშენდება საჩხერეში სტადიონი
19-03-2020, 23:47
 
   

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებაზე ილაპარაკა. მისი თქმით, საჩხერეს „ჩიხურას“ პრობლემა მალე მოგვარდება და გუნდი საკუთარ ქალაქში ითამაშებს.

„საჩხერეს „ჩიხურა“ ეროვნულ ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელიც თამაშებს საკუთარ ქალაქში ვერ ატარებს. დაგეგმილია, რომ გუნდი საჩხერეს განახლებულ ცენტრალურ სტადიონზე მეტოქეებს მესამე წრიდან უმასპინძლებს. საფარს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. ინფრასტრუქტურის სრული განახლებაც მიმდინარეობს და ზაფხულისთვის სტადიონი მზად იყოს“ – ამბობს დავით მუჯირი.

სფფ-ს გენერალური მდივნის თქმით, თუ რაიმე შეფერხება არ იქნება, სამეგრელოში ორი თანამედროვე ცენტრი აშენდება: „საფეხბურთო ცენტრები ფოთსა და რუხში შენდება – ფოთში იქნება ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რუხში სამი მოედანი, ერთი – ბუნებრივი საფარით. ორივეგან დაგეგმილია განათების სისტემის მოწყობა, ტრიბუნების, გასახდელების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაკეთება. დაგეგმილია, რომ ეს ცენტრი ზაფხულისთვის გაიხსნება. ამ პროექტების დასრულება 2020 წელს გვსურს“ – აცხადებს დავით მუჯირი.


სამეგრელოში ორი საფეხბურთო ცენტრი აშენდება საჩხერეში სტადიონი


1tv.ge - მერაბ მამულაშვილი