ავტორი: ლევან ქობალია

NBA-ში COVID-19 კიდევ ერთ კალათბურთელს დაუდასტურდა

NBA-ში COVID-19 კიდევ ერთ კალათბურთელს დაუდასტურდა
20-03-2020, 20:25
 
   

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.

ამჯერად, ბოსტონ სელტიკის მცველმა მარკუს სმარტმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო.

"ტესტი 5 დღის წინ გავიკეთე, მაგრამ პასუხი მხლოდ ახლა მოვიდა, რომწლიც დადებითი აღმოჩნდა. მადლობა ღმერთს, რომ აქამდე კარანტინში ვიყავი.

COVID-19 ყველა სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის #1 პრიორიტეტი ჯანდაცვის ექსპერტებისთვის და ჩვენ ყველამ, ეს ტესტი აუცილებლად უნდა გავიკეთოთ."


    Italian Trulli
Image