COVID-19 | რა არის კორონავირუსი და საიდან წარმოიშვა იგი?!

COVID-19 | რა არის კორონავირუსი და საიდან წარმოიშვა იგი?!
21-03-2020, 02:33
 
   

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაიცვლილთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. COVID-19 მსოფლიოსთვის დიდ გამოწვევად იქცა.

ეს ის შემთხვევაა, როცა საზოგადოების სწორი ინფორმირება ყველაზე მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ სპორტულმა მედია კომპანია ბლოგსპორტ.ჯი-მ მის ხელთ არსებული სარეკლამო ბანერების პოზიციებზე კორონავირუსთან დაკავშირებული სპეციალური ბანერების განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან ადმინისტრაციამ საჭიროდ ჩათვალა სტატიების მეშვეობით, ყოველდღიურად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება.

რა არის კორონა ვირუსი?!

კორონა ვირუსები არის ვირუსების დიდი ოჯახი, რომელიც იწვევს გაციებიდან დაწყებული რესპირატორული დაავადებებით დამთავრებული სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებს, COVID-19 არის ამ ოჯახის ერთერთი წევრი(ვირუსების ამ ოჯახში 4 ძირითად ვირუსს გამოყოფენ) , ის პირველად 2019 წელს იქნა ადამიანებში აღმოჩენილი.

როგორ გაჩნდა COVID-19?

პირველად ვირუსი ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გავრცელდა, დაავადებული პირველი 41 პაციენტიდან, 27 ნამყოფი იყო უჰანის პროვინციაში მდებარე, ვუჰანის საკვები პროდუქტების მარკეტში( სველი ტიპის მარკეტი სადაც, სხვადასხვა ტიპის ცხოველების რეალიზაცია ხდება), აქედან გამომდინარე მეცნიერების ვარაუდობენ რომ ვირუსის ამ მარკეტიდან გავრცელდა, ცხოველიდან(აქამდე ეს ვირუსი იყო გავრცელებული ღამურებში, შემგდგომში კი პანგოლინებშიც გავრცელდა და ერთ-ერთ სავარაუდო წყაროდ ესეც არის მიჩნეული) ადამიანზე. ვუჰანის პროვინციიდან მალევე გავრცელდა ვირუსი მთელს ჩინეთში და დღეისთვის თითქმის არ არსებობს სახელმწიფო სადაც COVID-19 არ იყოს გავრცელებული.

როგორ შემგვიძლია ვებრძლოთ ამ ვირუსს?

ამ ვირუსთან ბრძოლაში ჩვენი ყველაზე დიდი და მძლავრი იარაღი არის საზოგადოებრივი თვითშეგნებაა, სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადეობრივი ვაქცინა, რაც მდგომარეობს შემდგომში:

კორონავირუსით დააავადები ან და სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მოახდინეთ თვით იზოლაცია ან მიმართეთ ექმის.

პირველ შემთხვევაში თუ ვირუსის სიმპტომები არ გაქვთ პირბადე და ხელთათმანები არ არის დაცვის საშუალება, პირბადე სასურველია გავიკეთოთ მაშინ როდესაც გვქვს სიმპტომები ან ვართ ახალგამოჯანმრთელებული, ხელთათმანების შემთხვევაში კი ვირუსი მასზეც, ისევე როგორც ხელის ზედაპირზე შეიძლება მოხვდეს და სახის არეში მიტანის შემთხვევაში ორგანიზმში მოხვდეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ხშირად დავიბანოთ ხელები საპნით (რადგან საპონი ზედაპირზე ვირუსის განეიტრალებას ახდენს) და გამოვიყენოთ სპირტ შემცველი ანტიბაქტერიული ხსნარი, ხელების სადეზინფექციოდ.

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ვირუსის გავრცელება?

წარსული შემთხვევბის მსგავსად ამ ვირუსსაც ააქვს დასასრული, შესაძლოა ეს მოხვდეს ვაქცინის შექმნის შემდეგ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის დავიცვათ სოციალური დისტანცია და ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას.

    Italian Trulli
Image