ავტორი: ლევან ქობალია

მამუკა გორგოძის საერთაშორისო აღიარება

მამუკა გორგოძის საერთაშორისო აღიარება
22-03-2020, 15:06
 
   

ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემამ Ultinate Rugby-მ 2019 წლის მსოფლიო თასის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუბარია იმ მორაგბეებზე, რომლებმაც აღნიშნული ტურნირის შემდეგ, სანაკრებო კარიერა დაასრულეს. 15 საუკეთესო მოთამაშეს შორის საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამაუკა გორგოძე მოხვდა. „მამუკა გორგოძე რაგბის ნამდვილი სიმბოლოა“-ასე დაახასიათა Ultinate Rugby-მ ქართველი მორაგბე.

სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:

ბენ სმიტი(ახალი ზელანდია), დითიეიჩ ვან დერ მერვე (კანადა), რაიან კროტი (ახალი ზელანდია), სონი ბილ უილიამსი (ახალი ზელანდია), კენკი ფუკუოკა (იაპონია), კრისტიან ლეალიიფანო (ავსტრალია), უილ გენია (ავსტრალია), ტენდაი მტავარირა (სამხრეთ აფრიკა), რორი ბესტი (ირლანდია), სეკოპე კეპუ (ავსტრალია), მამუკა გორგოაძე (საქართველო) სებასტიენ ვაამაჰინა (საფრანგეთი), ჯონ ბარკლი (შოტლანდია), დევიდ პოქოქი(ავსტრალია), ლუი პიკამოლი (საფრანგეთი).

1tv.ge

    Italian Trulli
Image