Marca - 2020 წლის ოლიმპიური თამაშები გადაიდო !

Marca - 2020 წლის ოლიმპიური თამაშები გადაიდო !
23-03-2020, 01:07
 
   

2020 წლის ზაფხულში გასამართი ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გადადება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა.

კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა 4-კვირიანი დედლაინი დააწესა იმისთვის, რომ თამაშების ჩატარების ახალი ვადები გახდეს ცნობილი.

ამის მიზეზი ბუნებრივია კორონავირუსის პანდემია გახდა, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო.

Marca -ს ცნობით სულ რამდენიმე საათში, ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად იქნება დადასტურებული.

ოლიმპიური კომიტეტი თამაშების გადადებას დათანხმდა.

უახლოეს რამდენიმე კვირაში ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორებს კონტრაქტების, წინასწარი შენატანის, ბილეთების და სხვა მრავალი საკითხი ექნებათ მოსაგვარებელი.

    Italian Trulli
Image