ავტორი: beqa

კიკბოქსინგის ტურნირი იაპონიაში და სავსე ტრიბუნები

კიკბოქსინგის ტურნირი იაპონიაში და სავსე ტრიბუნები
26-03-2020, 10:59
 
   

22 მარტს, იაპონიის ქალაქ საიტამაში, საიტამას სუპერ არენაზე კიკბოქსინგის ტურნირი გაიმართა. ცხადია, ეს ტურნირი თვეებით ადრე იყო დაგეგმილი, მაგრამ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ორგანიზატორებმა ღონისძიება არ გააუქმეს. ტურნირს 10000 ადამიანი დაესწრო, ინტერნეტის საშუალებით კი მას 2.5 მილიონი გულშემატკივარი უყურებდა.

იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა იასუტოში ნასიმურამ არენის მფლობელებსა და ტურნირის ორგანიზატორებს მოუწოდა, რომ ღონისძიება გაეუქმებინათ, მაგრამ საიტამას სუპერ არენა მესამე სექტორს ეკუთვნის, ამიტომაც შეთანხმება ვერ შედგა. მაყურებლები არენაზე ნიღბებით მივიდნენ, ასევე, ისინი ერთმანეთს ხელს არ ართმევდნენ.

ამჟამინდელი მონაცემებით, იაპონიაში კორონავირუსი 1193 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია 43, ხოლო გამოჯანმრთელებული – 285.