ავტორი: ლევან ქობალია

შესაძლოა კვიპროსში ჩემპიონატი აღარ დასრულდეს... რა ელის ანორთოსის?!

შესაძლოა კვიპროსში ჩემპიონატი აღარ დასრულდეს... რა ელის ანორთოსის?!
9-04-2020, 02:22
 
   

კვიპროსის სუპერლიგის კლუბებმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძრვანელებთან ვიდეოკონფერენცია გამართეს და მოთამაშეთა კონტრაქტები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ორი ქართველი მწვრთნელი მუშაობს და ექვსი ფეხბურთელი ირიცხება. მათ შორის, ხუთი საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეა – აქედან გამომდინარე, საკითხი ქართველი გულშემატკივრებისთვისაც აქტუალურია.

გუნდები თვლიან, რომ სხვა არჩევანი არ ავთ და ხელფასები უნდა შეამცირონ, რადგან პარალიზებულნი არიან და შემოსავალი არ გააჩნიათ. ისინი იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციასთან საერთო ენას გამონახავენ.

ჩემპიონატის დასრულებაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებს უეფას ვიდეოკონფერენციის დეტალები გაუმხილა. უეფას ეროვნულ ფედერაციებს საშუალებას აძლევს, ჩემპიონატები ივლისში დაასრულონ და არა 30 ივნისს, როგორც ეს თავდაპირველ დირექტივაში იყო მითითებული.

თავიდან იყო ლაპარაკი, რომ ჩემპიონატი განეახლებინათ და არ გამორიცხავდნენ, რომ ეს აღდგომის შემდეგ მომხდარიყო. მაგრამ გამოცემა „ბალა“ ამტკიცებს, რომ ბოლო დღეებში კვიპროსზე ვირუსის სახიფათო მასშტაბებით გავრცელდა და უფრო რეალური ჩემპიონატი შეწყვეტაა.

გასარკვევი ის იქნება, ქვეყანას რომელი გუნდი რომელ ტურნირზე წარადგენს. ამ სცენარის დადასტურების შემთხვევაში, ჩემპიონად ქართველების კონკურენტ გუნდს, „ომონიას“ გამოაცხადებენ და ის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ხოლო თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ და ქართველები – ევროპა ლიგაზე. ორივე გუნდს 23 ტურის შემდეგ 46-46 ქულა აქვს, მაგრამ დებულების მიხედვით, პირადი შეხვედრებით უპირატესობა „ომონიას“ გააჩნია. თუმცა, „ანორთოსისი“ ჩემპიონატს მთელი სეზონი ლიდერობდა და მას კონკურენტი ქულებით მხოლოდ 21-ე ტურის შემდეგ გაუთანაბრდა.



ავტორი - მერაბ მამულაშვილი