ავტორი: ლევან ქობალია

არჩილ ბერიძე ქართულ მედიაზე: ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას...

არჩილ ბერიძე ქართულ მედიაზე: ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას...
23-05-2020, 14:31
 
   

ქართულ ფეხბურთში ჯანო ანანიძის შესაძლო ტრანსფერმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მედიის ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ ანანიძის ტრანსფერი ბათუმის დინამოში თითქმის გადაწყვეტილია, თუმცა მეორე ნაწილი ტრანსფერს თბილისის დინამოს უკავშირებს.

იმის გასარკვევად, თუ რეალურად რა ხდება ამ კონკრეტულ ტრანსფერთნ დაკავშირებით - 90wuti.ge ბათუმის დინამოს მფლობელს, არჩილ ბერიძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

– "სპორტულ მედიას მინდა ვთხოვო, რომ ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ის კარგად გადაამოწმონ. ამბავი იმის შესახებ, რომ ჩვენ ჯანოსთან კონტრაქტზე ვერ შევთანხმდით და მან თბილისის დინამო არჩია, სიცრუეა. მოლაპარაკები ფეხბურთელთან და მის აგენტთან გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. საუბარი გვაქვს 1.5-წლიან კონტრაქტზე. მეტ დეტალს ამ ეტაპზე ვერ გავასაჯაროვებ.

ჯანო შესაძლოა, სხვა კლუბთანაც აწარმოებდეს მოლაპარაკებებს, ამაზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და ამის შესახებ, ვერაფერს ვიტყბით. ისე კი, ძალიან კარგი და მისასალმებელი ფაქტია, რომ საქართველოს ჩემპიონატის დონე ისე იწევს, რომ ქართულ კლუბრბს შორის, ნაკრების გამორჩეულ მოთამაშეებზე მიდის კონკურენცია. კარგი იქნება, თუ მხოლოდ დინამოებს შორის არ იქნება და მასში უმაღლესი დივიზიონის ათივე გუნდი ჩაერთვება.
"
– განაცხადა არჩილ ბერიძემ.