ავტორი: ლევან ქობალია

პროკურატურა ბასილაშვილის მიმართ პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა ბასილაშვილის მიმართ პატიმრობას ითხოვს
24-05-2020, 14:16
 
   

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ცემია ბრალდებით დაკავებულია.

ნ.ბ-ს პროკურატურამ ყოფილ ცოლზე ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" პუნქტით წარუდგინა.

სამართალდამცველებმა გამოძიებით დაადგინეს, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქალაქ თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი ცოლის ნ.დ-ს მიმართ პიზიკური ძალადობა განახორციელა.

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნას პატიმრობა.

მიმდინარეობს გამოძიება...

    Italian Trulli
Image