ავტორი: ლევან ქობალია

რომან ჭანტურია: ყველანაირი პირობა შემიქმნეს იმისათვის, რომ გადავსულიყავი

რომან ჭანტურია: ყველანაირი პირობა შემიქმნეს იმისათვის, რომ გადავსულიყავი
8-07-2020, 14:30
 
   

24 წლის ცენტრალური თავდამსხმელი რომან ჭანტურია კარიერას გორის დილაში გააგრძელებს. აღნიშნული ტრანსფერი ფეხბურთელმა თავად დაგვიდასტურა.

რომან ჭანტურია: " მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული შემოთავაზებები, გორის დილაში ყველანაირი პირობა შემიქმნეს იმისათვის, რომ გადავსულიყავი. ბევრი არც მიფიქრია, პირიქით..."

კონტაქტის პირობების გათვალისწინებით, რომან ჭანტურია გორის დილაში მინიმუმ ზაფხულამდე დარჩება.

ქართველი ფორვარდის ბოლო კლუბი ბათუმის დინამო იყო, სადაც 2019 წლის იანვარში გადავიდა, ამ პერიოდში მან 10 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ჭანტურიამ შავიზღვისპირული კლუბი გასული წლის ზაფხულშივე დატოვა, რის შემდეგაც უკლუბოდ იყო.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშებაში, 4 ჩატარებული მატჩის შემდეგ გორის დილა და თბილისის დინამო პირველ და მეორე ადგილს ინაწილებენ. ორივე კლუბს 8 ქულა აქვთ.