ავტორი: ლევან ქობალია

ლევან შენგელია: ყველაფერი იმაზე კარგია, ვიდრე მეგონა

ლევან შენგელია: ყველაფერი იმაზე კარგია, ვიდრე მეგონა
8-07-2020, 21:26
 
   

BlogSport.ge გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და თურქეთის სუპერლიგაში მოასპარეზე კლუბი, ქონიასფორის შემტევ ლევან შენგელიასთან.

პანდემია, კლუბის შედეგები, ნაკრები - ეს ის თემებია, რომლებზეც ჩვენ ლევან შენგელიას ვესაუბრეთ.

გუნდში არსებული სიტუაცია..

გუნდში ცხრილიდან გამომდინარე რა თქმა უნდა რთული სიტუაციაა, მაგრამ 2- დღეში ჩვენ კონკურენტთან გვაქ თამაში და მთელი ძალებით ვემზადებით, ეს თამაში თუ მოვიგეთ ბევრად კარგად იქნება ჩვენი მდგომარეობა.

COVID-19 და მისი ჯანი...

როდესაც მთლიანად კარანტინში ვიყავით რთული იყო ძალიან, თან როცა უცხო ქვეყანაში ხარ მარტო და წასვლა არსად შეგიძლია და საქმეც არაფერია...
რთული იყო, მაგრამ რაც ვარჯიშები და თამაშები დაგვეწყო ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ ყოველი თამაშის წინ, კორონას ტესტი გვაქ და ძალიან მტკივნეულია, ნიმუშის ასაღებად ტვინამდე აჰყავთ ჩხირი. (იცინის)

სხვა არაფერი შეუცვლია, თავისთავად მაყურებელი აღარ გვყავს სტადიონზე, ესაა ალბათ ყველაზე ცუდი რაც კორონამ გამოიწვია.



ლევან შენგელია: ყველაფერი იმაზე კარგია, ვიდრე მეგონა

სათამაშო დრო...

თუ არ ვცდები ბოლო 9 ტურიდან მხოლოდ წინა კვირას არ მითამაშია, დანარჩენი ყველა თამაში კი ძირითადში დამაწყებინა მწვრთნელმა და რა თქმა უნდა უკმაყოფილების მიზეზი ვერ მექნება კონკრეტულ ერთ შეხვედრაზე (ბეშიქთაშთან მატჩი) და რაც შეეხება მოედანზე არ შესვლას საერთოდ ისე განვითარდა თამაში 15 წუთიდან, 10 კაცით ვიყავით და უკვე 50 წუთზე 3:0 იყო და აზრი არც ჰქონდა...

მთავარმა მწვრთნელმა მითხრა, რომ უკვე შემდეგ თამაშზე ფიქრობდა რაც იმ თამაშზე მნიშვნელოვანი იყო.





დინამოდან წასვლაზე...

რა თქმა უნდა არ ვნანობ ჩემ ნაბიჯს, ყველაფერი იმაზე კარგია ვიდრე მეგონა. იმის გამო, რომ წელს ბევრი თამაში ვერ მოვიგეთ ეს არაფერს ნიშნავს, ვერავინ წარმოიდგენდა თუ ეს მოხდებოდა. 2 წლის წინ სუპერთასი მოიგეს ბეშიქთაშთან და თუ არ ვცდები, მესამე ადგილზე გავიდნენ, რომელი გუნდიდანაც 60% ისევ გუნდშია, ამით იმის თქმა მსურს, რომ ძალზედ ძლიერი ჩემპიონატია და არ ვნანობ აქ წამოსვლას.




საქართველოს და თურქეთის ჩემპიონატები...

ამ კითხვაზე ცოტა მიჭირს პასუხის გაცემა, შედარება რომ შემეძლოს სხვა ჩემთვის უცხო ქვეყანასა და თურქეთზე, ბევრს ვისაუბრებდი, მაგრამ ჩემი ქვეყნის ჩემპიონატია და რა თქმა უნდა მინდა უკეთესი იყოს, მაგრამ განსხვავება საგრძნობლად დიდია, აღარ დავიწყებ ჩამოთვლას, იმედია ნელ-ნელა გაგრძელდება პროგრესი როგორც ბოლო წლებში და კიდე უკეთესი ჩემპიონატი გვექნება.

ტრანსფერი ქონიასპორში...

დინამოდან როდესაც წამოვედი ყველამ იცის, იყო 3-4 ვარიანტი სადაც ჩემზე იყო დამოკიდებული შემდგომი ნაბიჯი და ცოტა რთულიც იყო ეს ნაბიჯი არ შემშლოდა, მაგრამ ვფიქრობ ისეთ ჩემპიონატში ვარ, რომ გამართლებული იყო ეს ნაბიჯი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პირველი წელია, თუ დავრჩებით ლიგაში.

რა თქმა უნდა შემდეგი წელი უკეთესი მექნება, დარწმუნებული ვარ ზოგადად სანამ ბოლომდე არ შევეჩვევი ყველაფერს, მიჭირს კარგი თამაში, დინამოშიც განსხვავდებოდა ჩემი პირველი 6 თვე და შემდეგი სეზონი.





ნაკრები და მოახლოებული მატჩი(ები)...

ნაკრებში ახალი ფეხბურთელი ვარ და მიხარია რომ ამ გუნდის ნაწილი გავხდი, ძალიან კარგი განწყობაა ყოველთვის ნაკრებში და ყველა ელოდება იმ თამაშებს რომლებსაც შეუძლია ქართული ფეხბურთისა და ფეხბურთელების წინსვლა დააჩქაროს.

ყველა ცდილობს, რომ მაგ თამაშს კარგ ფორმაში შეხვდეს და სრულ მზადყოფნაში, ასევე მეც, მოუთმენლად ველოდები თამაშს.