ავტორი: ტატო ნიკურაძე

ხოსე პერალესი: ბედნიერი ვარ, რომ იმ ისტორიის ნაწილი გავხდი, რასაც დინამო ჰქვია

ხოსე პერალესი: ბედნიერი ვარ, რომ იმ ისტორიის ნაწილი გავხდი, რასაც დინამო ჰქვია
20-07-2020, 22:55
 
   

გასულ სეზონში თბილისის დინამოს ჩემპიონობის ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა ხოსე პერალესმა თბილისის დინამო დატოვა. როგორც ფეხბურთელი სოციალურ ქსელში წერს, COVID 19-ის პანდემიის გამო იგი საქართველოში დროულად ვერ ჩამოვიდა და კლუბს ვერ შეუერთდა, რის გამოც ამ ეტაპზე დინამოს დატოვება არჩია.

Blogsport.ge ხოსეს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.

"თბილისის დინამოში ძალიან მაგარი პერიოდი გავატარე და ეს დრო ჩემს კარიერაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი გავხდი რასაც თბილისის დინამო ჰქვია.
სამწუხაროა, კლუბთან ასე დამშვიდობება რომ მიწევს, მაგრამ ასე მოხდა.

დიდი მადლობა დინამოს ყველაფრისთვის!"
- განაცხადა პერალესმა